

მოგესალმებით
იურიდიული კომპანიების ჯგუფი - LMG 2011 წლიდან ფართოდ წარმოდგენილია საქართველოს სამართლებრივი მომსახურების სივრცეში. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის დაკვეთით, ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის თანამონაწილეობით არაერთი ლოკალური თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ბიზნეს პროექტი განხორციელდა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკიური განვითარებისათვის. ათი წლის განმავლობაში ბიზნესის წარმატებისაკენ ფეხდაფეხ სწრაფვის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სწორედ კვალიფიციური, ეფექტური და დროული იურიდიული მომსახურება არის ბიზნესის სწორად განვითარების ერთ-ერთი მყარი საფუძველი.

სერვისები
LMG უზრუნველყოფს კლიენტებისათვის სრული იურიდიული მომსახურების მიწოდებას, რაც მოიცავს: სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართალის სფეროებს. LMG უზრუნველყოფს კლიენტების ინტერესების დაცვას სასამართლოში, სამართალდამცავ დაწესებულებებსა, თუ ადმინისტრაციულ ორგანოში. LMG-ის კლიენტების წრე მოიცავს: საერთაშორისი და ქართულ კომპანიებს, უცხოელ დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს. LMG უზრუნველყოფს კლიენტთა მომსახურებას ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
